12 მაისი სამშაბათი
ძველი სტილით — 29 აპრილიდღეს
ერგასის განზოგების შემდგომი დღესასწაული
აღდგომიდან მე-5 შვიდეული. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- წმიდისა დიდებულისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)*
- 300-თა მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა მოწამეთა ქრისტეს სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათში (დღევანდელი თურქეთი) მუსლიმთაგან მოწყვედილთა (XVII-XVIII)*›
- ცხრათა კვიზიკელთა მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასისა და ფილიმონისა (286-299)›
- ღირსისა მემნონ საკვირველთმოქმედისა›
- მოწამეთა დიოდორესი და როდოპიანე დიაკონთა (284- 305)›
- იოანე კალოკტენისა თებეს მიტროპოლიტისა (XII)
საკითხავები
ცისკ.: მთ. 4: 18-23 (დას. 9).
ლიტ.: საქმ. 12: 25-13: 12 (დას. 31). ინ. 8: 51-59. (დას. 33).მოც.: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ინ. 1: 35-51 (დას. 4).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის კრების განჩინებით. ** ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინებით.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ყოველ შენს საქმეში თავმდაბლობა შეინარჩუნე.
— წმ. ანტონი დიდი · #







