გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

13 მაისი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 30 აპრილი

წარგზავნა ერგასის განზოგების დღესასწაულისა

აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი

წმიდა მოციქული იაკობ ზებედესი - ძმა იოანე ღვთისმეტყველისა (44)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ცისკ.: ინ. 21: 15-25 (დას. 67).

ლიტ.: საქმ. 13: 13-24 (დას. 32). ინ. 6: 5-14 (დას. 18).მოც.: საქმ. 12: 1-11 (დას. 29). ლკ. 5: 1-11 (დას. 17).

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ.

— წმ. იოანე ოქროპირი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026