30 აპრილი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 17 აპრილიდღეს
წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX)
აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ეფრემ დიდისა, მაწყვერელ ეპისკოპოსისა, ღირსი გრიგოლ ხანცთელის მოწაფისა (IX)›
- მღვდელმოწამისა სვიმეონ სპარსელ ეპისკოპოსისა, და მის თანა მოწამეთა: ავდელი და ანანია ხუცესთა, ქუსდაზატ (უსფაზან) საჭურისისა, ფუსიკისა, აზატისა, ასკიტრეასი და სხვათა მრავალთა (IV)›
- ღირსისა აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსისა (435)›
- მოწამისა ადრიანესი (251)›
- აღაპიტე რომის პაპისა (536)›
- ღირ. ზოსიმე სოლოვეცკელ იღუმენისა (1478)›
საკითხავები
საქმ. 8: 26-39 (დას. 20). ინ. 6: 40-44 (დას. 22).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ეფრემ დიდის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
როცა საყვედურის ან შეურაცხყოფის გამო გიმძიმს, იცოდე, რომ ამას დიდი საარგებლობა მოაქვს შენთვის. დამცირების საშუალებით მზვაობრობა განიდევნა შენგან.
— წმინდა მაქსიმე აღმსარებელი · #







