გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

9 აპრილი ხუთშაბათი

ძველი სტილით — 27 მარტი

საიდუმლო სერობისა

ვნების შვიდეული. დიდი ხუთშაბათი

წმიდა იოანე წინასწარმხედველი (+395)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: ლკ. 22: 1-39 (დას. 108, შუა).

I ჟამზე: იერ. 11: 18-23; 12: 1-5, 9-11, 14-15.

მწუხრ.: 1) გამ. 19: 10-19. 2) იობ. 38: 1-23; 42: 1-5. 3) გამ. 50: 4-11.

ლიტ.: 1 კორ. 11: 23-32 (დას. 149).

შედგენილი სახარება: მთ. 26: 1-20 (დას. 107); ინ. 13: 3-17 (დას. 44); მთ. 26: 21- 20) (დას. 108. შუა); ლკ. 22: 43-45 (დას. 109); მთ. 26: 40-27: 2 (დას. 108).ფერხთბანისა:ინ. 13: 1-11 (დას. 44)*;ფერხობანის შემდეგ:ინ. 13: 12-17 (დას. 45).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ფერხთბანისწესი შუა საუკუნეებში სრულდებოდა როგორც საკათედრო ტაძრებში, ისე მონასტრებსა და სამრევლო ეკლესიებშიც. ამჟამად იგი აღესრულება მხოლოდ მღვდელთმთავრის მსახურებაზე. შენიშვნა:ვნების 12 სახარება წაიკითხება დიდი პარასკევის ცისკარზე. მისი დაწყების დროს განაჩინებს ტიპიკონი და მარხვანი (მარხვანი, 1901 წ. გვ. 522), კერძოდ, დიდ ხუთშაბათს საღამოს, „ბ (2) ჟამსა ღამისასა“, რაც შეესაბამება სამოქალაქო დროით დაახლოებით საღამოს 8 საათს. სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს მრევლისთვის ხელსაყრელ დროს, ან საღამოს 8 საათზე ადრე, ან დიდ პარასკევს დილით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

საკუთარი ნების გატარებას ნუ დაიჩემებ, რადგან ეს მრისხანებას შობს.

— წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026