გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

14 აპრილი სამშაბათი

ძველი სტილით — 1 აპრილი

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე(XIII)

ბრწყინვალე შვიდეული. სამშაბათი

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე(XIII)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

მწუხრზე: 1) დაბ. 28: 10-17. 2) გამოს. 3: 1-5. 3) გამოს. 13: 18-22.

ცისკ.: ლკ. 1: 39-49, 56 (დას. 4).

ლიტ.: საქმ. 2: 14-21 (დას. 4). ლკ. 24: 12-35 (დას. 113).ღმრთისმშობ.: ფლპ. 2: 5-11 (დას. 240). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54). თუ უპირატესი ინებებს და შესრულდება გარეჯელ მამათა განგება, ღმრთისმშობლის საკითხავების ნაცვლად წაიკითხება:

მწუხრ: 1) ეს. 43: 9-14. 2) სიბრძ. 3: 1-9. 3) სიბრძ. 5: 15 - 6: 3.

ცისკ.: მთ. 10: 16-22 (დას. 36).

ლიტ.: რომ. 8: 28-39 (დას. 99). ლკ. 12: 8-12 (დას. 64).

ლიტურგიკული შენიშვნა

*გარდამავალია,აღინიშნება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ხმა და დღის ფსალმუნნი

—
ბრწყინვალე შვიდეულირვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუ შენი თანდასწრებით, ვინმე განიკითხავს ახლობელს, უთხარი მას: „შეჩერდი ძმაო, მე ყოველდღე ვვარდები მძიმე ცოდვებში: მე როგორ უნდა განვიკითხო სხვა?“ ასეთი წამლით შენ განკურნავ შენს თავსაც და იმასაც, რომელიც შენთან განიკითხავს სხვას.

— წმიდა იოანე კიბისაღმწერელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026