21 აპრილი სამშაბათი
ძველი სტილით — 8 აპრილიდღეს
წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I)
აღდგომიდან მე-2 შვიდეული. სამშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოციქულთა 70-თაგანთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათ თანა (I)›
- მოწამისა პავსილიპესი (117-138)
- კელესტინე რომის პაპისა (432)
- მიცვალებულთა ხსენება*
საკითხავები
საქმ. 4: 1-10. (დას. 10). ინ. 3: 16-21 (დას. 10).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ლიტურგიისშემდეგ შესრულდება პანაშვიდი. მიცვალებულთა ხსენების ეს დღე რუსეთის ეკლესიის მიერაა დაწესებული და რუსეთში მას ეწოდება ,„კრადონიცა“, რაც ნიშნავს „სასიხარულოს“, ანუ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მოხსენიებას, სხვა ეკლესიებში (საბერძნეთი, კონსტანტინეპოლი, ანტიოქია, ალექსანდრია და სხვა) ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ ხდება. ძველ ქართულ ლიტურგიკულ წყაროებში და საღმრთო წიგნებში ეს მოსახსენებელი არსადაა შეტანილი. იგი არც ბერძნულ და არც თვით რუსულ საღმრთისმსახურო წიგნებში არ წერია. იგი ახალი დროის ზეპირი ტრადიციაა, და რუსეთის ეკლესიიდანა იყო ჩვენში შემოტანილი XIX-XX სს-ში (ძირითადად რუსულენოვან მრევლში).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მემთვრალე ჯოჯოხეთის გარდა, არაფრისთვის გამოდგება.
— წმ. ბასილი დიდი · #



