გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

5 აპრილი კვირა

ძველი სტილით — 23 მარტი

ბზობა

დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

დიდი მარხვახმა 2ხსნილია თევზით

დიდი მარხვის მე-6, ბზობა-ბაიობის კვირა.

ბზობა - ბაიაობა
ბზობა — უფლის შესვლა იერუსალიმში

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.

მწუხრზე: 1) დაბ. 49: 1-2, 8-12. 2) სოფ. 3: 14-19. 3) ზაქ. 9: 9 -15.

ცისკ.: მთ. 21: 1-11, 15-17 (დას. 83).

ლიტ.: ფლპ. 4: 4-9 (დას. 247). ინ. 12: 1-18 (დას. 41).

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:შაბათ საღამოს, ბზობის ცისკარზე, სახარებისა და 50-ე ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი აკურთხევს ბზას (იხ. მარხვანი, 1901 წ., გვ. 466).

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით. სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი. გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო - მარადიული.

— წმ. ნილოს სინელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: ბზობა — უფლის შესვლა იერუსალიმში · Public domain