8 აპრილი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 26 მარტიდღეს
ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი
ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
- მღვდელმოწამისა ირინესი სრემელ (სირმიელ) ეპისკოპოსისა (286-305)
- მოწამეთა, რომელნი გუთეთში იწამნეს: ორთა ხუცესთა - ბათოსი და უირიკასი, ორთა ძეთა და ორთა ასულთა თანა მათთა და არპლა მონოზონისა, ერისკაცთა: ავიპასი, კოსტასი, აგიასი, უიასი, ეღათრაქსი, ისკოსი, შილასი, სიგისა, სვირილილესი, სვიმპლასი, თეთრასი, ფილგასი, დედათა: ანასი, ალასი, ბარკასი, მუიკასი, მამიკასი, უიკოსი, ანიმაისი, გაათასი - გუთელი დედოფლისა და დუკლიდასი (375 - 383)
- ღირსისა მალქოს ასურისა (IV)
- ღირსისა ბასილი ახლისა (დაახ. 944)
- ღირსისა თეოფილე ეკონომოსისა (V)
- ღირსისა იოანესი, წმიდა სერგის მონასტრის წინამძღვრისა
საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
ცისკ.: ინ. 12: 17-50 (დას. 41 შუა).
VI ჟამზე: ეზეკ. 2: 3-10; 3: 1-3.
მწუხრ.: 1) გამ. 2: 11-22. 2) იობ. 2: 1-10.
ლიტ.: მთ. 26: 6-16 (დას. 108). დიდი ორშაბათის, დიდი სამშაბათისა და დიდი ოთხშაბათის ჟამობაზე სახარების საკითხავები სხვადასხვა ლიტურგიკულ წყაროებში სხვადასხვაგვარადაა მოცემული, აქ წარმოვადგენთ სამი წყაროს მონაცემებს: 1) 1870 წლის ქართული საღმრთისმსახურო სახარება, 2) რუსულ ენაზე გამოცემულიНастольная кника священнослужителя, т. I, 1992, с. 560,3) საბაწმიდური ტიპიკონი ბერძნულ ენაზეΤυπικὸν τοῦ ὁσίου καὶ θεοφόρου πατρὸς ἡμῶν Σάββα τοῦ ἡγιασμένου, 2010. σ. 383-384.
ლიტურგიკული შენიშვნა
* შენიშვნა:ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულის წარგზავნის და მთავარანგელოზ გაბრიელის კრების განგება (გალობის დასდებელნი და კანონები) შესრულდება დიდმარხვისVIშვიდეულში, სერობის ჟამზე (იხ. ცხრილის შენიშვნა (20). ** შენიშვნა:ლიტურგიის ბოლოს, კერძოდ, „იყავნ სახელი უფლისაის“ შემდგომ აღსრულდება 3 მეტანია, ჩვეულებრივ, ეფრემ ასურის ლოცვით, რის შემდეგაც მეტანიები შეწყდება სულიწმიდის მოფენის დღემდე (გარდა წმიდა გარდამოხსნისა), ხოლო სენაკებში აღესრულება დიდ პარასკევამდე (იხ. მარხვნაი, 1901 წ. გვ. 503).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ როცა ვცოდავთ, იმას კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი დაგვსჯის (იგი არავის სჯის), არამედ უნდა გვაწუხებდეს, რომ შეცოდებით გული ვატკინეთ, ვაწყენინეთ ჩვენს უფალს, ტკბილ იესუს და უნდა გვეშინოდეს, რომ ამით ჩვენ თავად ვკარგავთ მასთან ერთობის საშუალებას, რაც დამღუპველია ჩვენთვის.
— მღვდელი თეოდორე გიგნაძე · #
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain




