გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

6 აპრილი ორშაბათი

ძველი სტილით — 24 მარტი

ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV)

ვნების შვიდეული. დიდი ორშაბათი

ღირსი ზაქარია მმარხველი, პეჩორელი (XIII-XIV)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

ცისკ.: მთ. 21: 18-43 (დას. 84).

VI ჟამზე: ეზეკ. 1: 1-20.მწუხრ. რიგ.:1) გამ. 1: 1-20. 2) იობ. 1: 1-12.ხარებისა:3) დაბ. 28: 10-17. 4) ეზეკ. 43: 27-44: 4. 5) იგავ. 9: 1-11.ლიტ.მთ. 24: 3-35 (დას. 98). დიდი ორშაბათის, დიდი სამშაბათისა და დიდი ოთხშაბათის ჟამობაზე სახარების საკითხავები სხვადასხვა ლიტურგიკულ წყაროებში სხვადასხვაგვარადაა მოცემული, აქ წარმოვადგენთ სამი წყაროს მონაცემებს: 1) 1870 წლის ქართული საღმრთისმსახურო სახარება, 2) რუსულ ენაზე გამოცემულიНастольная кника священнослужителя, т. I, 1992, с. 560,3) საბაწმიდური ტიპიკონი ბერძნულ ენაზეΤυπικὸν τοῦ ὁσίου καὶ θεοφόρου πατρὸς ἡμῶν Σάββα τοῦ ἡγιασμένου, 2010. σ. 383-384.

ლიტურგიკული შენიშვნა

* ვნებისშვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს III, VI და IX ჟამებზე წარიკითხვის წმიდა ოთხთავი. **იმის გამო, რომ ხარების დღესასწაული დაემთხვა ვნების შვიდეულის დიდ სამშაბათს, ხარების წინადღესასწაულის განგება გადაიტანება დიდმარხვის მე-6 შვიდეულის ხუთშაბათს (იხ. ცხრილის შენიშვნა (19).

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ცრემლი ყველას განწმენდს ცოდვათაგან, მაგრამ ცრემლი ღვაწლით მიიღწევა.

— წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026