1 მარტი კვირა
ძველი სტილით — 16 თებერვალიდღეს
დიდი მარხვისIკვირიაკე (ხატთა თაყვანისცემისა). კრება მართლმადიდებლობისა. ხმაV.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კანონთა გალობა დიდ მარხვაში მოწამეთა - პამფილე ხუცისა, ვალენტი(უალენტი)დიაკონისა, პავლესი, პორფირიოსისა, სელევკისა, თეოდულესი, ივლიანესი, სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (307-309)›
- მოწამეთა სპარსელთა მარტიროპოლს ვნებულთა (IV)
- ღირსისა მარუთისა, მესოპოტამიელი ეპისკოპოსისა (422)
- საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალის (Vსაუკუნიდან) და საპატრიარქო ტიტულის ცნობა (აღიარება) კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მიერ (1990 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი). გარდამავალია,სინოდის დადგენილებითა და უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით აღინიშნება დიდმარხვის I შვიდეულის კვირიაკეს
საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: სახ. მე-5, ლკ. 24: 12-35 (დას. 113).
ლიტ.: ებრ. 9: 24-26, 32-12: 2 (დას. 329, შუა). ინ. 1: 43-51 (დას. 5).
ლიტურგიკული შენიშვნა
* გარდამავალია,ხსენება აღესრულება დიდმარხვის 1-ელ კვირიაკეს. ** კონსტანტინეპოლისსაპატრიარქომ 1990 წლის 25 იანვარს ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან. ხოლო ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა კონსტანტინეპოლისა - ახალი რომისა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილიაII-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.
— წმ. მაქსიმე აღმსარებელი · #



