გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

27 მარტი პარასკევი

ძველი სტილით — 14 მარტი

ღირსი ბენედიქტე (+543)

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. პარასკევი

ღირსი ბენედიქტე (+543)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 45: 11-17.

მწუხრზე: დაბ. 22: 1-18. იგავ. 17: 17 - 18: 5.

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:მარხვანის მითითებით დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათის ცისკარი იწყება „მეოთხესა ჟამსა ღამისასა“, ანუ, ჩვენი დროით დაახლოებით პარასკევ საღამოს 10 საათზე (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 355), რომელზეც სრულად წაიკითხება ან იგალობება ღმრთისმშობლის დაუჯდომელი („გიხაროდენი“). სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს კრებულისთვის ხელსაყრელ დროს, ან შაბათ დილით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

გახსოვდეს წყენა და ლოცულობდე - იგივეა, რაც ზღვაში დათესო და მოსავალს ელოდე.

— წმ. ისააკ ასური · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026