გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

15 მარტი კვირა

ძველი სტილით — 2 მარტი

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326)

დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე. ხმა VII.

წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი (+326)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: სახ. მე-7, ინ. 20: 1-10 (დას. 63).

ლიტ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). მკ. 8: 34-9: 1 (დას. 37).

ლიტურგიკული შენიშვნა

*გარდამავალია,ხსენება აღესრულება დიდმარხვის მე-3 კვირიაკეს. შენიშვნა:ცისკარზე დიდებამაღალიანის შემდგომ - ჯვრის გამოსენება საკურთხევლიდან და თაყვანისცემა.

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.

— ღირსი ანტონ ოპტინელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026