29 მარტი კვირა
ძველი სტილით — 16 მარტიდღეს
წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
დიდი მარხვის მე-5 კვირიაკე. ხმა I.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კანონთა გალობა დიდ მარხვაში ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა (522)*
- წმ. ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927)*›
- ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII)*›
- მოწამისა საბინე ეგვიპტელისა (287)
- მოწამისა პაპასი, რომელი იყო ქალაქ ლარანდოით, რომელ არს ლუკაონიისა სამთავროსა (305-311)
- მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119)›
- მოწამისა იულიანე ანაზარბელისა (305-311)›
- მღვდელმოწამეთა: ტროფიმე და თალასი ლაოდიკიელთა ხუცესთა (დაახ. 300)›
საკითხავები
ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.
ცისკ.: სახ. მე-9, ინ. 20: 19 -31 (დას. 65).
ლიტ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321 შუა). მკ. 10: 32-45 (დას. 47).ღირ.: გალ. 3: 23-29 (დას. 208). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
ლიტურგიკული შენიშვნა
*გარდამავალია,მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირიაკეს. **იხ. ცხრილის შენიშვნა (5).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.







