16 მარტი ორშაბათი
ძველი სტილით — 3 მარტიდღეს
წმიდა იოანე (ოქროპირი) კათოლიკოსი (+1049)
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კანონთა გალობა დიდ მარხვაში წმ. იოანე (ოქროპირი) კათალიკოსისა (1001)*›
- მოწამეთა: ევტროპიოსისა, კლეონიკესი და ბასილისკოსი (დაახ. 308)›
- ღირსისა პიამა ქალწულისა (337)›
- წმიდათა ზენონისა და ზოილესი
- მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცისა (361-363)
საკითხავები
VI ჟამზე: ეს. 14: 24-32.
მწუხრზე: დაბ. 8: 21-9: 7. იგავ. 11: 19 -12: 6.
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა:Iჟამზე ჯვრის თაყვანისცემა. *იხ. ცხრილის შენიშვნა (5).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება.





