გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

2 მარტი ორშაბათი

ძველი სტილით — 17 თებერვალი

დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)

დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი

დიდმოწამე თეოდორე ტირონი (+დაახლ. 306)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 8

საკითხავები

VI ჟამზე: ეს. 4: 2 - 5: 7.

მწუხრზე: დაბ. 3: 21 - 4: 7. იგავ. 3: 34 - 4: 22.

ლიტურგიკული შენიშვნა

* დიდმარხვისმე-2 შვიდეულის ორშაბათიდან, მე-6 შვიდეულის პარასკევამდე, სერობის ჟამზე იგალობება თვენის იმ წმიდათა კანონები და დასდებელნი, რომელთა ხსენებაც ემთხვევა: ლაზარეს შაბათიდან თომა მოციქულის კვირიაკემდე პერიოდს. იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ, 187. **იხ. ცხრილის შენიშვნა (5).

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

რომელიც სძლევს მუცელს, იგი მოაუძლურებს ვნებას, და რომელიც ჭამისაგან იძლევა, იგი აღაღორძინებს ბოროტ გულისთქმას.

— წმ. მაქსიმე აღმსარებელი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026