25 მარტი ოთხშაბათი
ძველი სტილით — 12 მარტიდღეს
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)
დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კანონთა გალობა დიდ მარხვაში კეთილმსახურისა მეფისა მოწამისა დემეტრე თავდადებულისა (1289)*›
- წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა (604)›
- ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა (1021)›
- ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა (818)›
- მართლისა ფინეზისა (1500 წ. ქრისტეს შობამდე)
- საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (აღესრულება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიის აღმდგენელთა სულთა საოხად)›
საკითხავები
ლიტურგია პირველშეწირულისა.
VI ჟამზე: ეს. 41: 4-14.
მწუხრზე: დაბ. 17: 1-9. იგავ. 15: 20 - 16: 9.
ლიტურგიკული შენიშვნა
*იხ ცხრილის შენიშვნა (5). შენიშვნა:მარხვანის მითითებით, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის ხუთშაბათს ცისკარი იწყება „მეოთხესა ჟამსა ღამისასა, ანუ ჩვენი დროით დაახლოებით ოთხშაბათ საღამოს 10 საათზე (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 355), რომელზეც სრულად წაიკითხება ან იგალობება ანდრია კრიტელის სინანულის კანონი. სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ეს დრო შეიძლება გადატანილ იქნეს კრებულისთვის ხელსაყრელ დროს, ან ხუთშაბათ დილით.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 10ფსალმუნნი 70–76›
- ცისკარზე · კათიზმა 11ფსალმუნნი 77–84›
- მწუხრზე · კათიზმა 12ფსალმუნნი 85–90›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ვინც საკუთარი თავის გამო შურს თვითონ იძიებს, იგი თითქოს ღმერთს განიკითხავს სამართლიანობის უქონლობის გამო.
— წმ. მარკოზ მოსაგრე · #







