გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

21 მაისი ხუთშაბათი

ძველი სტილით — 8 მაისი

ამაღლება

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
ამაღლება

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

მწუხრ.: ამაღლებისა: 1) ეს. 2: 1-3. 2) ეს. 62: 10-12; 63: 1-3, 7-9. 3) ზაქ. 14: I, 4, 8-11.მოციქულისა: 1) 1 ინ. 3: 21-4: 6. 2) 1 ინ. 4: 11-16. 3) 1 ინ. 4: 20-5: 5.

ცისკ.: მკ. 16: 9-20 (დას. 71).

ლიტ.: საქმ. 1: 1-12 (დას. 1). ლკ. 24: 36-53 (დას. 114).მოც.: 1 ინ. 1: 1-7 (დას. 68). ინ. 19: 25-27;21: 24-25 (დას. 61).

ლიტურგიკული შენიშვნა

*გარდამავალია,მოიხსენიებიან ამაღლებას. ** წმიდაიოანე მოციქულის განგება შესრულდება ამაღლების განგებასთან ერთად (იხ. ტრიოდიონის ზატიკი 1850 წ. მარკოზის თავები გვ. 372).

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

გამდიდრება გსურს? ღმერთს დაუმეგობრდი და მდიდართა შორის უმდიდრესი იქნები.

— წმ. იოანე ოქროპირი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: ამაღლება · Public domain