გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

22 მაისი პარასკევი

ძველი სტილით — 9 მაისი

შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა

აღდგომიდან მე-6 შვიდეული. პარასკევი

ღირსი შიო მღვიმელი (VI)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

მწუხრ.: შიოსი: 1) სიბრძ. 3: 1-9. 2) სიბრძ. 5: 15-24; 6: 1-3. 3) სიბრძ. 4: 7-15.

ცისკ.: მთ. 4: 25-5: 12. (დას. 10).

ლიტ.: საქმ. 19: 18 (დას. 42). ინ. 14: 1-11 (დას. 47).ღირ.: გალ. 5: 22-6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43). სადაც შესრულდებაწმიდა ნიკოლოზის განგება, იგი ჩაანაცვლებს შიო მღვიმელის განგებას:

ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).

ლიტ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

ლიტურგიკული შენიშვნა

* წმიდანიკოლოზის ნაწილთა გადასვენება იდღესასწაულება მხოლოდ რუსეთის ეკლესიაში, ამ დღესასწაულის შესახებ ანტონ I კათალიკოსს ქართულ „სადღესასწაულოში“ ჩაურთავს შენიშვნა: „საუწყებელ არს, ვითარმედ დღესა ამას მაისსა თ (9), დღესასწაულობს დიდი ეკლესია როსიისა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლაოს მირონ-ლუკიის არხიეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისა აღმოხუმასა ნაწილთასა მირონ-ლუკიით და დადებასა იტალიასა შინა, ქალაქსა ბარს, არამედ ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲთ არარასა ჴსენებასა ამისსა აღასრულებს, ვითარ-იგი არცა ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და ამისთჳს აკოლუთიაჲ მისი არ გარდამოვიღე ჩუენსა ზედა ჴმასა რუსულისაგან, ხოლო (უკუეთუ) ვისმე ჰნებავს დღესასწაულობად, ვითარცა დეკემბერსა 8 (6) დღესა წერილ არს წმიდათაგან მამათა, იგი აკოლუთიაჲ იჴმაროს მან აქაცა [იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. ჩიდ (1014)].

ხმა და დღის ფსალმუნნი

5
ამ კვირის ხმაა 5რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

როგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს, ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმასა.

— წმ. მაქსიმე აღმსარებელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026