24 მაისი კვირა
ძველი სტილით — 11 მაისიდღეს
შემდგომი დღესასწაული ამაღლებისა
აღდგომიდან მე-7 კვირიაკე, I მსოფლიო კრების წმიდათა მამათა (325). ხმაVI.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV)*
- ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა(1871)›
- მღვდელმოწამისა მოკი ხუცისა, მაკედონიის ამფიპოლისელისა (295)›
- მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა›
- ნიკოდიმ სერბელ მთავარეპისკოპოსისა (1325)
საკითხავები
მწუხრ.: წმიდათა მამათა: 1) დაბ. 14: 14-20. 2) 2 შჯ. 1: 8-11, 15-17. 3) 2 შჯ. 10: 14-21.მოც. სწორთა: 4) 1 პეტ. 1: 3-9. 5) 1 პეტ. 1:13-19/ 6) 1 პეტ. 2: 11-24.
ცისკ.: სახ. მე-10, ინ.21:1-14(დას.66).
ლიტ.: საქმ. 20: 16-18,28-36 (დას. 44). ინ. 17: 1-13 (დას. 56).მოც. სწორთა: 1 კორ. 4: 9-16 (დას. 131). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).
ლიტურგიკული შენიშვნა
* გარდამავალია,მოიხსენიებიან აღდგომიდან მე-7 კვირიაკეს. მოციქულთა სწორთა გარდამავალი მოსახსენებელი დადგენილია წმიდა სინოდის განჩინების საფუძველზე (2003 წლის 18 აგვისტო). შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს, მოციქულთა სწორთა, ან ნეტარი ქრისტესიას განგება გადაიხადოს წმიდათა მამათა განგებასთან ერთად, მაშინ დაიტევება ამაღლების შემდგომი დღესასწაულის აკოლოთია („ამასვე. დღესასწაულისათჳს შუენის უწყებაჲ, უკუეთუ დაემთხ«ოს წმიდისა მოციქულისა იოანე ღმრთისმეტყუელისაჲ კჳრიაკესა ზ(7)-სა შემდგომად პასექისა, ჴსენებასა წმიდათა, მამათა, სამას ათრვამეტთასა“. იხ. ზატიკი, 1850. წ. გვ. 473. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 1013; სადღესასაწაულო, 2013 წ. წიგნი III, გვ. 134).შ
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი. ტროიცკე-სერგიევის
— ლავრის ბერი ზოსიმე · #









