გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

28 მარტი შაბათი

ძველი სტილით — 15 მარტი

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე (+270-275)

დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. დაუჯდომელის შაბათი

წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე (+270-275)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

  • კანონთა გალობა დიდ მარხვაში მოწამისა აგაპი ღაზელისა და მის თანა შვიდთა მოწამეთა: პუპლიოსისა, ტიმოლაოსისა, რომილესი, ორთა ალექსანდრეთა და ორთა დიონისეთა (303)
  • მღვდელმოწამისა ალექსანდრე სიდელი ხუცისა (270-275)
  • მოწამისა ნიკანდრესი (დაახ. 302)
  • მოციქულისა არისტობულე ბრიტანელ ეპისკოპოსისა (I)
  • მოწამეთა: ფილექტიმონისა, გორდიანე-გრიგორისა და ცოლისა მისისა ანატოლიასი და შვილთა მათთა: ქალწულისა თეოდოსიასი და სებასტიანე-მარიანესი, რუსიანესი და მარჩბივთა შვილთა მისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქისა და მისთანა ორთა კერპის ხელოვანთა, ათენოგენესი, მარინასი და ყრმისა მისისა ფილექტიმონისა (238-244)
ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

ლიტურგია წმ. იოანე ოქროპირისა.

ლიტ.: ებრ. 9: 24-28 (დას. 322). მკ. 8: 27-31 (დას. 35).ღმრთისმშობელისა: ებრ. 9: 1-7 (დას. 320). ლკ. 10: 38-42; 11: 27-28 (დას. 54).

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:შაბათის ცისკარზე წაიკითხება ღმრთისმშობლის დაუჯდომელი („გიხაროდენი“).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.

— წმ. ბასილი დიდი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026