1 თებერვალი კვირა
ძველი სტილით — 19 იანვარიდღეს
ღირსი მამაჲ ჩვენი ანტონ მესვეტე, მარტომყოფელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (VI)
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. ხმა I.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა ანტონ მესვეტისა, მარტყოფელისა(მარტომყოფელისა), სასწაულთმოქმედისა (VI)›
- ღირსისა მაკარი დიდისა, მეგვიპტელისა (390-391)›
- მარკოზ ეფესელი მთავარეპისკოპოსისა (1444-1457)›
- ღირსისა მაკარი ალექსანდრიელისა (394-395)›
- ქალწულმოწამისა ევფრასიასი (303)›
- არსენი კერკირელი მთავარეპისკოპოსისა (VIII)›
- მოწამისა ამბა ანტონისა, რომელსა ერქვა რავახ
საკითხავები
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: 2. ტიმ: 30-15. (დას. 296). ლკ. 18: 10-14 (დას. 89).ღირ: გალ. 5: 22 - 6: 2 (დას. 213). მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
რაც უფრო მაღლა ვაყენებთ მიზანს, მით უფრო გვმართებს სიფრთხილე: ამ შემთხვევაში უგუნურება ეხება თვით სულს და საფრთხე ემფქრება არა რომელიმე საუნჯის დაკარგვას, არამედ თავის დაღუპვას და საკუთარი სულისათვის ზიანის მიყენებას ... ამიტომ, უპირველესად უნდა ვიზრუნოთ, რომ მოვიძიოთ ამ გზაზე სვლისათვის კარგი წინამძღვარი, რათა გამოუცდელობის გამო არ გავყვეთ ახალ, გაუკვალავ და ჭეშმარიტებისგან აცდენილ გზას.








