გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

2 თებერვალი ორშაბათი

ძველი სტილით — 20 იანვარი

ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ორშაბათი

ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ცისკ.: მთ. 11:27-30 (დას. 43).

ლიტ.: ღირ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინებით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუ გსურს იყო კეთილგონიერი, ნუ იქნები თავნება და თავდაჯერებული, არამედ დაუმორჩილე შენი ნება მათ, ვინც თავისი ცხოვრებით და შრომით მოაწესრიგეს ღვთაებრივი ვენახი და ვისგანაც ადვილად შეისწავლი მის კეთებას. რამეთუ სასაცილოა და სირცხვილია უბრალო ხელობის ათვისებისას გამუდმებით გადახვიდე ერთი მასწავლებლიდან მეორესთან, ხოლო ღვთაებრივი სიბრძნე, როგორც შენთვის რაღაც უმნიშვნელო, შენ თავს მიანდო.

— ღირსი ისიდორე პელუსიოტი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026