გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

11 თებერვალი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 29 იანვარი

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

უძღების შვილის (ხორციელის) შვიდეული. ოთხშაბათი

წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული (+829)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

1 ინ. 3: 21 - 4: 6 (დას. 73). მკ. 14: 43-15: 1 (დას. 65) - ოთხშ.1 ინ. 4: 20-5: 21 (დას. 74). მკ. 15: 1-15 (დას. 66) - ხუთშ.

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს წმიდა აშოტის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თუკი გვმართებს ხორციელი მამის სიყვარული და მათთვის პატივის მიგება, რაოდენ მეტად უნდა გვიყვარდეს და პატივი მივაგოთ სულიერ მამას, რომელმაც ყოფიერებიდან კეთილყოფიერებაში გადაგვიყვანა, ცნობის სინათლე განგვიცხადა... განგვაახლა ბანვითა მეორედ შობისათა, აღდგომისა და უკვდავების სასოება ჩაგვინერგა.

— მღვდელმთავარი გრიგოლ პალამა · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026