7 თებერვალი შაბათი
ძველი სტილით — 25 იანვარიდღეს
წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი - ღვთისმეტყველი (+389)
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინეპოლელი პატრიარქისა (389/390)›
- გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე, 1896)›
- მოწამე ფილიციტასი და ძეთა მისთა მოწამეთა: იანუარისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (164)›
- ღირსისა პოპლისა (380)›
- ღირსისა მარი მგალობელისა (430)›
საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 1-9 (დას. 35, შუა).
ლიტ.: მღ.მთ.: 1 კორ. 12: 7-11 (დას. 151). ინ. 10: 9-16 (დას. 36).რიგ.: 2 ტიმ. 3: 1-9 (დას. 295). ლკ. 20: 45-21: 4 (დას. 103).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ღვთის წინაშე დასჯის ღირსია სნეული, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა მკურნალის ხელოვნება და მიიღო მისგან სარგებელი, განკურნებამდე მიატოვა ის და უპირატესობა სხვას მიანიჭა. ნუ განერიდები მას, ვინც უფალთან მიგიყვანა. მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არავის წინაშე არ გმართებს ისეთი მოკრძალება და პატივისცემა, როგორც მისი.
— ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) · #






