5 თებერვალი ხუთშაბათი
ძველი სტილით — 23 იანვარიდღეს
ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400)
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ხუთშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მღვდელმოწამისა კლიმენტი (კლიმი) ანკვირელი ეპისკოპოსისა და მოწამისა აგათანგელოზისა (312)
- ღირსისა მავსიმე ასურისა (IV )
- ღირსისა სალამან მდუმარისა (400)›
- პავლინე მოწყალისა, ნოლალი ეპისკოპოსისა (431)
- წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VI მსოფლიო კრებაზე (680-681)
საკითხავები
ლიტ.: 1 ინ. 1: 8-10; 2: I1-6 (დას. 69). მკ. 13: 31-37; 14: 1-2 (დას. 62).კლიმენტისი: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 13ფსალმუნნი 91–100›
- ცისკარზე · კათიზმა 14ფსალმუნნი 101–104›
- მწუხრზე · კათიზმა 15ფსალმუნნი 105–108›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ხიბლშია ის, ვინც ფიქრობს, რომ წინამძღვარი არ ჭირდება და იმედს მხოლოდ თავის თავზე ამყარებს; ეგვიპტიდან გამოსულებს წინამძღოლად მოსე ჰყავდათ, ხოლო სოდომს განრიდებულთ - ანგელოზი.
— ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) · #
ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain



