გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

4 თებერვალი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 22 იანვარი

წმიდა მოციქული ტიმოთე (+80)

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. ოთხშაბათი

წმიდა მოციქული ტიმოთე (+80)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 2

საკითხავები

ლიტ.: რიგ.: 2. პეტ. 3: 1-18 (დას. 68). მკ. 13: 24-31 (დას. 61).მოც. 2 ტიმ. 1: 3-9 (დას. 290, შუა). ლკ. 10: 1-15 (დას. 50).

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

თავმდაბლობით შეკითხვა უფრო სასარგებლოა, ვიდრე თავნებობით მოქმედება, რადგან თვით უფალი, შემკითხველის თავმდაბლობისა და გულმართლობის გამო, უკარნახებს მას სათქმელს.

— ღირსი ბარსანუფი დიდი და ღირსი იოანე · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026