გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

30 იანვარი პარასკევი

ძველი სტილით — 17 იანვარი

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)

34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

ღირსი და ღმერთშემოსილი მამა ანტონი დიდი (+356)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ცისკ.: მთ. 11: 27-30 (დას. 43).

ლიტ.: ღირ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დსა. 24).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ნუ ვდრტვინავთ როცა გვკურნავენ, უმჯობესია გვიხაროდეს, თუნდაც სწავლებამ მოგგვაროს დიდი ტანჯვა, რადგან ბოლოს ეს გამოიღებს უტკბილეს ნაყოფს.

— მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026