გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

14 იანვარი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 1 იანვარი

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
უფლის წინადაცვეთა

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ლიტურგია ბასილი დიდისა.

მწუხრ.: 1) დაბ. 17: 1-2, 4-7, 3, 9-12, 14; 2) იგავ. 8: 22-30; 3) იგავ. 10: 31-32; 11: 1-2, 3, 4, 5-12.

ცისკ.: სახ. მე-10, ინ.21:1-14(დას.66).

ლიტ. წინადაცვეთისა: კოლ. 2: 8-12 (დას. 254). ლკ. 2: 20-21, 40-52 (დას. 6).წმ.: ებრ. 7: 26 - 8: 2 (დას. 318). ლკ. 6: 17-23 (დას. 24).

ლიტურგიკული შენიშვნა

* ნათლისღების უკუქცევის გამო ამ შვიდეულის რიგითი საკითხავები დაიტევება (იხ. 6 იანვრის შენიშვნა). ** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.

— ნეტარი ავგუსტინე · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: უფლის წინადაცვეთა · Public domain