გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

2 იანვარი პარასკევი

ძველი სტილით — 20 დეკემბერი

წინადღესასწაული ქრისტესშობისა

31-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ქრისტეშობის წინა შაბათი

მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი (+107)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

გალ. 3: 8-12 (დას. 205). ლკ. 13: 18-29 (დას. 72)*.მღ.მოწ.: ებრ. 4: 14-5: 6 (დას. 311). მკ. 9: 33-41 (დას. 41). ქრისტესშობის წინა დღეს ყოველთვის წაკითხულ უნდა იქნეს ებრ. (დას. 303) და ლკ. (დას. 5), და თუ წინა დღე დაემთხვევა ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, მაშინ წაკითხულ უნდა იქნეს კერძოდ, ბასილი დიდის ლიტურგიაზე, რომელიც აღესრულება მწუხრთან ერთად; ხოლო თუ წინა დღე დაემთხვევა შაბათს ან კვირიაკეს, მაშინ – დიდ მწუხრზე, რომელიც აღესრულება ოქროპირის ლიტურგიის შემდეგ, ცალ კე. ამიტომ, სადღესასწაულო საკითხავები (ებრ. 303 და. ლკ. 5) არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტევოს ან შეიცვალოს სხვებით. ქრისტესშობის წინა შაბათი, თუ ის ამავდროულად იქნება წმიდათა მამათა კვირიაკის (ქრისტესშობის წინა კვირიაკის) წინა შაბათი, ე.ი. თუ დაემთხვევა 18-23 დეკემბერს, ოქროპირის. ლიტურგიაზე წაკითხულ უნდა იქნეს გალ. (დას. 205) და ლკ. (დას. 72). ხოლო თუ ეს შაბათი მოსდევს ქრისტესშობის წინა კვირიაკეს, ე.ი. თუ დაემთხვევა 24 დეკემბერს, მაშინ ოქროპირის ლიტურგიაზე წაკითხულ უნდა იქნეს გალ. (დას. 207) და მთ. (დას. 53); ხოლო მწუხრზე, როგორც ნათქვამია ზემოთ, ებრ. (დას. 303) და ლკ. (დას. 5). ამ შემთხვევაში გალ. (დას. 205). და ლკ. (დას. 72), წაიკითხება წინა შვიდეული შემდგომად მეერგასისას შაბათს, ე.ი. 17 დეკემბერს, მამათა ანუ ქრისტესშობის წინა კვირიაკის წინა შაბათს. (Богослужебные указания на 2001 год, с. 632-641).

ლიტურგიკული შენიშვნა

** 1900წლის „მოსკოვის საეკლესიო უწყებანში“,N50, სტატიაში – „ქრისტესშობის წინა დღეს, შაბათსა და კვირიაკეს. მწუხრზე სამოციქულოსა და სახარების საკითხავების შესახებ“ - საფუძვლიანადაა დამტკიცებული, რომ ჩვენს ტიპიკონში შეცდომაა, და უნდა გასწორდეს ამგვარად:

ხმა და დღის ფსალმუნნი

4
ამ კვირის ხმაა 4რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

— წმ. ტიხონ ზადონელი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026