13 იანვარი სამშაბათი
ძველი სტილით — 31 დეკემბერიდღეს
ქრისტეშობის დღესასწაულის წარგზავნა
33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ღირსისა საბაიასი, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრისა(XI)*›
- ღირსისა მელანია რომაელისა (439)›
- მღვდელმოწამისა ზოტიკე ხუცისა, ობოლთა მზრდელისა (IV)
- ნეტარისა თეოფილაქტე ბულგარელისა, ოჰრიდის (ახრიდის) მთავარეპისკოპოსისა (1110 ან 1126)
საკითხავები
1 პეტ. 4: 1-11 (დას. 61).მკ. 11: 23-26 (დას. 51).
ლიტურგიკული შენიშვნა
*თუ უპირატესი ინებებს ღირ. საბაიას განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 7ფსალმუნნი 46–54›
- ცისკარზე · კათიზმა 8ფსალმუნნი 55–63›
- მწუხრზე · კათიზმა 9ფსალმუნნი 64–69›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.
— დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი · #




