18 იანვარი კვირა
ძველი სტილით — 5 იანვარიდღეს
ნათლისღების წინადღე
32-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ნათლისღების წინა კვირიაკე
- წყალკურთხევის დღე.მღვდელმოწამისა თეოპემპტე ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა და მოწამისა თეონასი [ნათლობით სინესი] (303)›
- ღირსისა სვინკლიტიკია ალექსანდრიელისა (დაახ. 350)
- წინასწარმეტყველისა მიქეასი (IX ს. ქრისტეს შობამდე)›
- ღირსისა აპოლინარია სვინკლიტიკესი (დაახ. 470)›
- ღირსისა ფოსტირი მეუდაბნოისა
- ღირსისა მინასი (VI)
- ღირსისა გრიგოლ აკრიტელისა (820)›
- ღირსმოწამისა რომანოზისა (1694)›
საკითხავები
ლიტურგია იოანე ოქროპირისა. დიდი აიაზმა*. მარხვა.
ცისკ.: სახ. მე-10, ინ.21:1-14(დას.66).
ლიტ.: ნათლისღების წინა კვირიაკისა: 2 ტიმ. 4: 5-8 (დას. 298). მკ. 1: 1-8 (დას. 1).მწუხრ.1) დაბ. 1: 1-13. 2) გამ. 14: 15-18, 21-23, 27-29. 3) გამ. 15: 22-27; 16: 1. 4) ისუ ნავ. 3: 7-8,15-17. 5) 4 მეფ. 2: 6-14. 6) 4 მეფ. 5: 9-14. 7) ეს. 1: 16-20. 8) დაბ. 32: 1-10. 9). გამ. 2: 5-10. 10) მსაჯ. 6: 36-40. 11) 3 მეფ. 18: 30-39. 12) 4 მეფ. 2: 19-22. 13) ეს. 49: 8-15.1 კორ. 9: 19-27 (დას. 143, შუა). ლკ. 3: 1-18 (დას. 9).
წყლის კურთხევაზე: 1) ეს. 35: 1-10. 2) ეს. 55: 1-13. 3) ეს. 12: 3-6.1 კორ. 10: 1-4 (დას. 143, შუა). მკ. 1: 9-11 (დას. 2).
ლიტურგიკული შენიშვნა
* წყალკურთხევის წესი დიდი აიაზმისა, სრულდება ნათლისღების დღესასწაულის დასაწყისში, მწუხრის შემდგომ. ტიპიკონის განჩინებით, მწუხრის ჟამიდან იწყება ახალი დღე. ესე იგი 5 იანვარს მწუხრიდან იწყება ნათლისღების დღესასწაული:XIVს-დან პატრიარქ ფილოთეოს კონსტანტინეპოლელის თაოსნობით, წყალკურთხევის შესრულება, დამატებით, ნათლისღების დღესასწაულის ჟამისწირვის შემდგომ, 6 იანვარს დაწესდა. ეს ზეპირი პრაქტიკაა და საღმრთისმსახურო წიგნებში (ტიპიკონი, კურთხევანი და ა.შ.) არაა აღნიშნული. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მრევლის უმეტესი ნაწილი ღმრთისმსახურებას ესწრება ნათლისღების დღესასწაულზე 6 იანვარს. სწორედ მათთვის განისაზღვრა ჟამისწირვის შემდგომი წყალკურთხევის წესისა, რათა არც ისინი დარჩნენ უნაწილო ამ წესის შესრულებისა.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად ატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას. როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
— წმ. ნიკოლოზ სერბი · #






