გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

16 იანვარი პარასკევი

ძველი სტილით — 3 იანვარი

ნათლისღების წინადღესასწაული

32-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი

წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

ლიტურგია არ აღესრულება. ეს. 35: 1-10. საქმ. 13: 25-32 (დას. 33). მთ. 3: 1-11 (დას. 5).

III ჟამზე: ეს. 1: 16-20. საქმ. 19: 1-8 (დას. 42). მკ. 1: 1-8 (დას. 1).

VI ჟამზე: ეს. 12: 3-6. რომ. 6: 3-11 (დას. 91). მკ. 1: 9-15 (დას. 2).

IX ჟამზე: ეს. 49: 8-15. ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).

I ჟამზე:

ლიტურგიკული შენიშვნა

*„დიდ ჟამთა“მეორენაირი სახელწოდება „სამეუფონი ჟამნი“ (Царские Часы) რუსულ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა და მისი ადგილობრივი ტრადიციის გამოხატულებად ითვლება. რუსი ლიტურგისტების მტკიცებით, დიდ ჟამთა ეს სახელწოდება ასახავდა მათ განსაკუთრებულ საზეიმო ხასიათს, ასევე ბიზანტიურ ჩვეულებას, რომლის თანახად, დიდ ჟამთა შესრულების დროს ტაძარში იმპერატორი იმყოფებოდა. ძველ ქართულ ტიპიკონებში ასეთი სახელწოდება არსად გვხვდება. იგი მხოლოდ ერთხანს დამკვიდრდა ჩვენში, რუსეთის ეკლესიასთან საქართველოს ეკლესიის გაერთიანების პერიოდში (XIX-XX სს.). რადგანაც საქართველოში ტერმინ „სამეუფო ჟამს“ ისტორიული საფუძვლები არც ადრე ჰქონია და არც ამჟამად აქვს, ამიტომაც ვფიქრობთ, უფრო მართებული იქნება ხსენებულ ჟამთა აღნიშვნა იმ ტერმინით, რომელიც თანხმობაშია ძველ ქართულ ტიპიკონებთან - იხ. „დიდნი ჟამნი“. შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს წმიდა ექვთიმე ღმრთისკაცის და იოანე ჭყონდიდელის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მათი განგება შესრულებად სხვა დღეს, უპირატესის ნებისაებრ.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.

— მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026