გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

19 იანვარი ორშაბათი

ძველი სტილით — 6 იანვარი

ნათლისღება

ღმრთის განცხადება

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ნათლისღება
ნათლისღება

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 1

საკითხავები

(სახარების საკითხავები 32-ე შვიდეულისა).

ლიტურგია იოანე იქროპირისა. დიდი აიაზმა*.

ცისკ.: მკ. 1: 9-11 (დას. 2).

ლიტ.: ტიტ. 2: 11-14; 3: 4-7 (დას. 302). მთ. 3: 13-17 (დას. 6).

წყლის კურთხევაზე: 1 კორ. 10: 1-4 (დას. 143 შუა). მკ. 1: 9-11 (დას. 2). სამოციქულოსა და სახარების ლიტურგიკულისაკითხავების წლიური ციკლი,მეერგასისა და მეზვერისა და ფარისევლისკვირიაკეებს შორის,იძლევა საკითხავებს 33 შვიდეულისა და32 კვირიაკისათვის,მაგრამ ეს ციკლი იშვიათად ინარჩუნებსმდგრადობას, შვიდეულთა რიცხვი ხან იმატებს, ხან იკლებს. ამიტომაც წელიწადში მოქმედებს ორი წესი:„გარდაჴდომა“ (როდესაც გამოიტოვება ზოგიერთი რიგის საკითხავები) ან „უკუქცევა“ (როდესაც რიგის საკითხავები არ ჰყოფნის და ბოლო შვიდეულების საკითხავები განმეორებით იკითხება). ტიპიკონი განასხვავებს ორი სახის – სექტემბრის (ჯვრის ამაღლების) და იანვრის (ღმრთის განცხადების ანუ ნათლისღების ) „გარდაჴდომა“ /„უკუქცევა“-ს.

ლიტურგიკული შენიშვნა

*შენიშვნადიდი აიაზმის შესახებ იხ. 5 იანვარს. **„გარდაჴდომისა“ და „უკუქცევის“ შესახებ

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

როცა დასაძინებლად მოემზადები, გაიხსენე სიკვდილი, რომლის სახე და წინკარია ძილი.

— მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: ნათლისღება · Public domain