გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

21 იანვარი ოთხშაბათი

ძველი სტილით — 8 იანვარი

ნათლისღების შემდგომი დღესასწაული

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ოთხშაბათი

წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 7

საკითხავები

ცისკ.: მთ. 10:16-22 (დას. 36).

ლიტ.: რიგ.: იაკ. 3: 11 - 4: 6 (დას. 55). მკ. 11: 23-26 (დას. 51).მოწ. 2 ტიმ. 2: I-10 (დას. 292). ინ. 15: 17-16: 2 (დას. 52).

ხმა და დღის ფსალმუნნი

7
ამ კვირის ხმაა 7რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ჩვენ მოძღვრებისაგან გაცილებით მეტად ვართ დავალებულები, ვიდრე ჩვენი ხორციელი მამებისაგან, რომლებიც ჩვენ ამ ქვეყნისა და ამ ქვეყანასთან ერთად საცხოვრებელად გვაჩენენ, ხოლო ისინი კი - ზეცისა და ღმერთთან ერთად მარადიული ცხოვრებისათვის.

— წმ. იოანე ოქროპირი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026