გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

11 იანვარი კვირა

ძველი სტილით — 29 დეკემბერი

შემდგომი დღესასწაული ქრისტეშობისა

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი

ათოთხმეტნი ათასნი ჩვილნი მოწამენი, მოწყვეტილნი იროდის მიერ ბეთლემს ჰურიასტანისასა (I)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

1 პეტ. 2: 21-3: 9 (დას. 59 ). მკ. 10: 46-52 (დას. 48).

ლიტურგიკული შენიშვნა

(სახარების საკითხავები 32-ე შვიდეულისა).

* ხსენებისდღე დაწესდა წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით. *თუ უპირატესი ინებებს ღირ. ნინოს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის ცისკრად და ლიტურგიაზე საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ (მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე ძლიეს და ვერც უკუნისამდე ძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.

— ღირსი თეოდორე სტუდიელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026