10 იანვარი შაბათი
ძველი სტილით — 28 დეკემბერიდღეს
შემდგომი დღესასწაული ქრისტესშობისა
32-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VII.
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- ქრისტეშობის შემდგომი კვირიაკე
- მართლისა იოსებ დამწინდველისა, დავით მეფისა, ფსალმუნთა მთქმელისა და იაკობისა, ძმისა უფლისა*
- წმიდათა მოწამეთა ორთა ბევრთა (20 000) ნიკომიდიას დამწვართა: გლიკერი ხუცისა, ზენონისა, თეოფილე დიაკონისა, დოროთესი, მარდონისა, მიღდონი დიაკონისა, ინდისესი, გვირგვინისა, პეტრესი, ექვთიმესი, მოწამეთა ქალწულთა: აგათიასი, დომნასი, თეოფილასი და სხვათა (302)
- მოციქულისა 70-თაგანისა ნიკანორისა (34)›
- ღირსთა მოწამეთა მამათა რაითს და სინას, რიცხვით ოთხმოცთა, რომელთა წინამძღვარნი იყვნეს წმიდა პავლე და წმიდა იოვანე (IV)
საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-10, ინ.21:1-14(დას.66).
ლიტ.: ქრისტესშობის შემდგომი კვირიაკისა: გალ. 1: 11-19 (დას. 200). მთ. 2: 13-23 (დას. 4).
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა:იხ. „ბრძანებაჲ სამოციქულოჲსათჳს და სახარებისა, თუ ვითარ იქმნების შაბათსა და კჳრიაკესა შემდგომად ქრისტეს შობისა...“ (იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. 600. 2013 წ. წიგნი II, გვ. 212;Розанов В.В. Богослужебный устав Православной Церкви. 2005 г. с. 316).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: მაცხოვრის ხატი — სინა, VI ს. · Public domain







