გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

12 იანვარი ორშაბათი

ძველი სტილით — 30 დეკემბერი

შემდგომი დღესასწაული ქრისტესშობისა

33-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. სამშაბათი

წმიდა მოწამე ანისია (+285-305)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

1 პეტ. 3: 10-22 (დას. 60).მკ. 11: 11-23 (დას. 50).

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

რწმენის აღმსარებლობა გვასწავლის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთადერთობას, რათა განერიდო ბილწ, მწვალებლურ საზოგადოებებს და მარად იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში.

— წმინდა კირილე იერუსალიმელი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026