15 თებერვალი კვირა
ძველი სტილით — 2 თებერვალიდღეს
მირქმა
მიგებება (მიქუმა) უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი
ხორციელის კვირიაკე. საშინელი სამსჯავროს ხსენება. ხმაIII.
მირქმა› Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
- ლამპრობა. ხორცთა აკრება
საკითხავები
მწუხრ.: 1) გამ. 12: 51; 13: 1-3, 10-12, 14-16; 22: 29. ლევ. 12: 1-4, 6-8. რიცხ. 8: 17: 2) ეს. 6: 1-12. 3) ეს. 19: 1-5, 12. 16, 19-21.
ცისკ.: ლკ. 2: 25-32 (დას. 8).
ლიტ.: მიგებებისა: ებრ. 7: 7-17 (დას. 316). ლკ: 2: 22- 40 (დას. 7).
ლიტურგიკული შენიშვნა
* ლამპრობის რიტუალი მიგებების დღესასწაულზე - უძველესი ტრადიციაა. ეს რიტუალი სრულდებოდა როგორც აღმოსავლეთის ეკლესიებში, ისე დასავლეთ ევროპაში. საქართველოში იგი დღემდეა შემორჩენილი სვანეთში, ლიმპიარის სახელწოდებით.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 2ფსალმუნნი 9–16›
- ცისკარზე · კათიზმა 3ფსალმუნნი 17–23›
- მწუხრზე · კათიზმა 18ფსალმუნნი 119–133›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
სადაც არ არის მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობა, იქ არც ეკლესიაა. ასევე წარმოუდგენელია ქვეყანა უჯაროდ და სამართლებრივი სახელმწიფო - უპოლიციოდ. ბერები იცავენ ეკლესიის საზღვრებს, იცავენ ეკლესიას მტრებისაგან, მათგან, ვინც, ამ ჩვენი მატერიალიზმის ეპოქაში, მგლებივით მიესივნენ ეკლესიას დასაგლეჯად.
— ბერი ამფილოქე · #
ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან
ყველა ხატი →ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი
სანთლები და საკმეველი →წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026 · ხატი: მირქმა · CC0







