გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

3 თებერვალი სამშაბათი

ძველი სტილით — 21 იანვარი

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. სამშაბათი

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი (+662)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 7

საკითხავები

ლიტ.: 2 პეტ. 1: 20-2: 9 (დას. 66). მკ. 13: 9-13 (დას. 59)

ორშ. 2 პეტ. 2: 9-22 (დას. 67). მკ. 13: 14-23 (დას. 60) - სამშ. ზედმობმით.

ლიტურგიკული შენიშვნა

* წმ. მაქსიმე აღმსარებელის საფლავი ცაგერის რაიონშია, მისი სახელობის მონასტერში (მურის ციხესთან) ** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის კრების განჩინებით. შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს წმიდა კალისტრატეს განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მისთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უფალი აყენებს სრულყოფის გზაზე მხოლოდ, მათ, ვისაც წინ უძღვის სულიერრ მამა; ისევე - როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: ჰკითხე მამაშენს, გაგაგებინებს! შენს უხუცესებს, ისინი გეტყვიან! (მეორე რჯული 32,7).

— ღირსი იოანე კარიანე რომაელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026