31 იანვარი შაბათი
ძველი სტილით — 18 იანვარიდღეს
წმიდა ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი ათანასე (+373) და კირილე (+444)
34-ე შვიდეული შემდგომად მეერგასისა. შაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- კეთილმსახურისა მეფისა თამარისა (1213)
- ათანასესი (373) და კირილესი (444), ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთა›
- ღირსისა ეფრემ მცირისა, ფილოსოფოსისა და მთარგმნელისა (1101)›
- ღირისი ალექსი მღვდელმონაზონისა(შუშანია, 1923)›
- ღირსისა მარკიანე კვირელისა (388)›
- ღირსთა კირილესი და მარიამისა (1337)›
საკითხავები
ცისკ.: ინ. 10: 9-16 (დას. 36).
ლიტ.: მეფისა: რომ. 13: 1-10 (დას. 111). ინ. 10: 1-9. (დას. 35, შუა).რიგ.:2 ტიმ. 2: 11-19 (დას. 293). ლკ .18: 2-8 (დას. 88).
ლიტურგიკული შენიშვნა
შენიშვნა:თუ უპირატესი ინებებს ღირსთა ეფრემისა და ალექსის განგების საზეიმოდ შესრულებას, მაშინ მათთვის საკითხავები საზიაროთაგან გვ. 239.
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 16ფსალმუნნი 109–117›
- ცისკარზე · კათიზმა 17ფსალმუნნი 118›
- მწუხრზე · კათიზმა 1ფსალმუნნი 1–8›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
(გიყვარდეთ მწყემსები), როგორც შვილებს მშობლები, რადგან მათი მეოხებით თქვენ მარადიული შობის ღირსნი გახდით, მათი ხელდასხმით აღესრულება ყველაფერი, მათი მეოხებით თქვენ გეხსნებათ ცათა კარიბჭენი. მაშ ნურავინ შეეწინააღმდეგება, ნურავინ შეესიტყვება მათ. ვისაც ქრისტე უყვარს, მას მღვდელიც უყვარს, როგორიც არ უნდა იყოს ის, რადგან მათი მეოხებით გახდით საშინელი საიდუმლოებების ღირსნი.






