გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

25 იანვარი კვირა

ძველი სტილით — 12 იანვარი

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი (+226-235)

33-ე კვირიაკე შემდგომად მეერგასისა. ხმა VIII.

წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი (+226-235)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 6

საკითხავები

ცისკ.: სახ. მე-11, ინ.21:15-25(დას.67).

ლიტ.:

ლიტ.: ნათლისღების შემდგომი კვირიაკისა: ეფ. 4: 7-13 (დას. 224, შუა). მთ. 4: 12-17 (დას. 8).რიგ.: 1 ტიმ. 4: 9-15 (დას. 285 შუა). ლკ. 19: 1-10 (დას. 94).

ხმა და დღის ფსალმუნნი

8
ამ კვირის ხმაა 8რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

მღვდელთან მისვლამდე ღმერთს შეევედრე, რათა შეგიწყალოს და მოძღვარს ის ათქმევინოს, რაც შენთვის სასარგებლო იქნება, ამის შემდეგ კი რწმენით აღასრულე ღვთივგანბრძნობილ მამათა ნათქვამი და ღმერთი სიმშვიდეს მოგმადლებს.

— ღირსი ესაია ეგვიპტელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026