16 თებერვალი ორშაბათი
ძველი სტილით — 3 თებერვალიდღეს
მიგებების შემდგომი დღესასწაული
ყველიერის შვიდეული. ორშაბათი
Этот день есть на русском языке →This day is also in English →
ხსენება
სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება
- მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანა წინასწარმეტყველისა (I)›
- წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრ. შ.-მდე)
- მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (308-309)
- მოწამისა ვლასი კესარიელისა (III)›
- მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონელ მთავარეპისკოპოსისა (1912)›
- მსგეფსი (შვიდეული) ხსნილია (ხორცის გარდა)
საკითხავები
ლიტ.: რიგ.:3 ინ.1: 1-15 (დას. 76). ლკ.19: 29-40; 22: 7-39 (დას. 96).მართ.: ებრ. 9: 11-14 (დას. 321, შუა). ლკ. 2: 25-38 (დას. 8).
ხმა და დღის ფსალმუნნი
რა არის ხმა?
ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.
ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.
ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:
- ცისკარზე · კათიზმა 4ფსალმუნნი 24–31›
- ცისკარზე · კათიზმა 5ფსალმუნნი 32–36›
- მწუხრზე · კათიზმა 6ფსალმუნნი 37–45›
ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.
დღის სიტყვა
მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
— მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი · #






