წმიდა მეფე თეოდოსი დიდი (IV)
Это житие есть на русском языке →This life is also in English →წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპების ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ერეტიკოსებთან ჭიდილში. მან მოიწვია II მსოფლიო კრებაც (381 წ).



