გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

13 მარტი პარასკევი

ძველი სტილით — 28 თებერვალი

ღირსი ბასილი აღმსარებელი (+750)

დიდი მარხვის მე-3 შვიდეული. პარასკევი

ღირსი ბასილი აღმსარებელი (+750)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 5

საკითხავები

ლიტურგია პირველშეწირულისა.

VI ჟამზე: ეს. 13: 2-13.

მწუხრზე: დაბ. 8: 4-21. იგავ. 10: 31-11: 12.

ლიტურგიკული შენიშვნა

* ამ წმიდათა ხსენება დადებულია 29 თებერვალს, რადგან 2025 წელი მცხრალია, მათი ხსენება გადმოტანილია 28 თებერვალს.

ხმა და დღის ფსალმუნნი

6
ამ კვირის ხმაა 6რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.

— წმ. იოანე ოქროპირი · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026