გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

13 აპრილი ორშაბათი

ძველი სტილით — 31 მარტი

წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი

წმიდა მღვდელმოწამე იპატი ღანგრის ეპისკოპოსი (+დაახლ. 326)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

მწუხრზე: ბრწყინვალე შვიდეულის ყოველი დღე უქმეა და ხსნილია ყოვლითურთ. ინ. 20: 19-25 (დას. 65).საქმ. 1: 12-17, 21-26 (დას. 2). ინ. 1: 18-28 (დას. 2).

ლიტურგიკული შენიშვნა

*იხ. 28 მარტის ** შენიშვნა. **გარეგნობა– აღდგომის მომლოცველობაა: როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, იგი ეკლესიის გარეთ („გარეგან ეკლესიისა“) სრულდებოდა. ეკლესიის მთელი კრებული ბრწყინვალე ორშაბათის ლიტურგიის შემდეგ ჯვრებით, ხატებით, სანთლებითა და ბაირაღებით შემოივლის ეკლესიის მახლობლად მდებარე ყველა სამლოცველოს, ეკვდერს, და საერთოდ, ყველა ადგილს, სადაც ჯვარია აღმართული, მათ შორის ქრისტიანთა საფლავებსაც. ამ დროს იგალობება „ქრისტე აღდგა“ (ჩასართავებით: „აღდეგინ ღმერთი...“ და ა.შ.), აღდგომის ძლისპირები და სხვა სააღდგომო საგალობლები. გარეგნობის წესი უძველესი დროიდან მომდინარეობს (მის პირველ წერილობით დამოწმებას ვხვდებით VII საუკუნის „იერუსალიმურ განჩინებაში“, ხოლო რიტუალის აღწერას – გიორგი მთაწმიდელის „დიდ სვინაქსარში“, XI ს.). ძველთაგანვე მისი შინაარსი იყო აღდგომის მახარებლობა. „ქრისტე აღდგას“ გალობით აღმდგარ მაცხოვარს ვახარებთ როგორც ცოცხლებს, ისე მიცვალებულთ. რადგან გარეგნობის რიტუალი მიცვალებულთა საფლავებთანაც სრულდებოდა, მას მოგვიანებით ხალხურად „საფლავთა კურთხევა“ ეწოდა. მაგრამ ეს არაა მიცვალებულთა მოხსენიების დღე (საზოგადოდ, ტიპიკონის მიხედვით, ბრწყინვალე შვიდეულში მიცვალებულთა ხსენება დაყენებულია), არამედ, როგორც უკვე ვთქვით, აღდგომის მახარებლობა.

ხმა და დღის ფსალმუნნი

—
ბრწყინვალე შვიდეულირვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.

— ღირსი მოსე · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026