გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

11 აპრილი შაბათი

ძველი სტილით — 29 მარტი

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363)

ვნების შვიდეული. დიდი შაბათი

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 3

საკითხავები

ლიტურგია წმ. ბასილი დიდისა.

ცისკ.: ეზეკ. 37: 1-14.შედგენილი სამოციქულო: 1 კორ. 5: 6-8; გალ. 3: 13-14 (დას. 133, 206). მთ. 27: 62-66 (დას. 114). ლიტ. (მწუხრ.):1) დაბ. 1: 1-13. 2) ეს. 60: 1-16. 3) გამ. 12: 1-11. 4) იონ. 1: 1-16; 2: 1-11; 3: 1-10: 4: 1-11. 5) ისუ ნავ. 5: 10-15. 6) გამ. 13: 20-22; 14: 1-31; 15: 1-19. 7) სოფ. 3: 8-15. 8) 3) მეფ. 17: 18-24, 9) ეს. 61: 10-11; 62: 1-5. 10) დაბ. 22: 1-18. 11) ეს. 61: 1-9. 12) 4 მეფ. 4: 8-37. 13) ეს. 63: 11-19; 64: 1-5. 14) იერ. 38: 31-34. 15) დან. 3: 1-56 (57-88).რომ. 6: 3-11 (დას. 91). მთ. 28: 1-20 (დას. 115). შენიშვნა1:ტიპიკონის მითითებით დიდი შაბათის ცისკარი იწყება „მეშვიდესა ჟამსა ღამისასა“, ანუ, ჩვენი დროით, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ხოლო მე-3 ჟამი იწყება „ჟამსა მეოთხესა დღისასა, ანუ, ჩვენი დროით, დაახლოებით, დილის 10 საათზე (იხ. ტიპიკონი, თავი 49, „წმიდასა და დიდსა შაბათსა“). ბასილი დიდის ლიტურგიასთან შეერთებული მწუხრი კი იწყება „ჟამსა მეათესა დღისასა“, ანუ ჩვენი დროით, დაახლოებით საღამოს 4 საათზე (იხ. ტიპიკონი, თავი 49, „წმიდასა და დიდსა შაბათსა მწუხრად“). სამრევლო ეკლესიებში უპირატესის კურთხევით ხსენებულ განგებათა შესრულებისათვის მითითებული დრო შეიძლება შეიცვალოს კრებულის საჭიროების გათვალისწინებით.

ლიტურგიკული შენიშვნა

შენიშენა 2:დიდი შაბათის ცისკრის ბოლოს, „დედება მაღალიანის“ გალობის შემდეგ აღესრულება გარდამოხსნის შემოტარება ტაძრის ირგვლივ (იხ. ტიპიკონი, თავი 49, „წმიდასა და დიდსა შაბათსა“). შენიშვნა 3:შემდგომად ლიტურგიისა შეიძლება იკურთხოს პური და ღვინო.

ხმა და დღის ფსალმუნნი

2
ამ კვირის ხმაა 2რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.

— წმ. ეფრემ ასური · #

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026