გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
საეკლესიო კალენდარი · 2026

19 აპრილი კვირა

ძველი სტილით — 6 აპრილი

წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)

აღდგომიდან მე-2, თომას კვირიაკე. ანტიპასქა. აღდგომის განახლება. კვირაცხოვლობა. ხმა I.

წმიდა ევტიქი კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი (+582)

ხსენება

სახელზე დაჭერით გაიხსნება ცხოვრება

ამ დღის ყველა ცხოვრება — 4

საკითხავები

ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).

ლიტ.: საქმ. 5: 12-20 (დას. 14). ინ. 20: 19-31 (დას. 65).

ლიტურგიკული შენიშვნა

*გარდამავალია,იდღესასწაულება ფოთში კვირაცხოვლობას. შენიშვნა:„უწყებულ იყავნ, რამეთუ აკოლოთიასა დამთხვეულთ წმიდათასა, რომელნიცა შეხუდებიან კჳრიაკეთა შინა წმიდისა ერგასისათა, ვგალობთ სერობათა ზედა (იხ. ზატიკი, 1850 წ. გვ. 57); ხოლო ტიპიკონის ეს მითითება არ ეხება იმ წმიდათა განგებას, რომელბსაც აქვთ ღამისთევა, ან სადიდებელი.

ხმა და დღის ფსალმუნნი

1
ამ კვირის ხმაა 1რვა ხმა — ოქტოიხოსი
რა არის ხმა?

ხმა ფსალმუნის ნომერი არ არის. ეს არის კილო, რომლითაც იმ კვირას აღდგომის საგალობლები იგალობება — მთელი შვიდეულის მწუხრი, ცისკარი და წირვა ერთ ხმაზეა აწყობილი.

ხმები რვაა და კვირაობით იცვლება. წრე პასექის შემდგომი თომას კვირიდან იხსნება პირველი ხმით და ყოველ რვა შვიდეულში კვლავ პირველს უბრუნდება; თავად ბრწყინვალე შვიდეულს საკუთარი ხმა არ აქვს. ახალი ხმა შაბათის საღამოს, ახალ საეკლესიო შვიდეულთან ერთად იწყება.

ფსალმუნნი ოც კათიზმადაა დაყოფილი და ჩვეულებრივი წესით შვიდეულში ერთხელ სრულად იკითხება. ამ დღეს დაწესებულია:

ეს ჩვეულებრივი წესია. დიდმარხვაში ფსალმუნნი შვიდეულში ორჯერ იკითხება და კათიზმების განაწილებაც სხვაა.

დღის სიტყვა

ცხოვნების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა.

— ღირსი ნილოს სინელი · #

ამ დღის წმინდანთა ხატები — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა ხატი →

ყოველდღიური — სანთელი და საკმეველი

სანთლები და საკმეველი →

წყარო: orthodoxy.ge — საეკლესიო კალენდარი 2026