გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეცხრე

1შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვაი იერუსალემს. 2შეგესემინ ლოცვისა ჩემისაი, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. 3სიტყუანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმერთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. 4ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩუენ კეთილითა სახლისა შენისაითა, წმიდა არს ტაძარი შენი. 5საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. 6განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა. 7რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა, ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს, შეძრწუნდენ წარმართნი. 8და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან, გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. 9მოხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი, მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა, განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. 10ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისთა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. 11აკურთხო გვირგვინი წელიწადისაი სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. 12განაპოხნეს შუენიერებაი უდაბნოისაი და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. 13შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი, ღაღადებდენ და გალობდენ.

1ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაი ქებულებასა მისსა. 2არქუთ ღმერთსა: რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი. 3ყოველი ქუეყანაი თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო. 4მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროის ძეთა კაცთასა. 5რომელი გარდააქცევს ზღუასა ხმელად, მდინარესა წიაღხდენ ფრხივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ. 6რომელი-იგი უფლებს ძალითა თვისითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თვისით. 7აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ ჰყავთ ხმაი ქებისა მისისაი. 8რომელმან დადვა სული ჩემი ცხოურებად და არა სცა ძრვაი ფერხთა ჩემთა. 9რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომახურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიხურვების ვეცხლი. 10შემიყვანენ ჩუენ საფრხესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. 11ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად. 12შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი. 13რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა. 14საკუერთხები ტვინოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები. 15მოვედით, ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა. 16მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა. 17სიცრუვესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი. 18ამისთვის შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ხმასა ვედრებისა ჩემისასა. 19კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვაი ჩემი და არცა წყალობაი მისი ჩემგან.

1ღმერთო, მიწყალენ ჩუენ და მაკურთხენ ჩუენ, გამოაჩინე პირი შენი ჩუენ ზედა და მიწყალენ ჩუენ. 2ცნობად ქუეყანასა ზედა გზაი შენი და ყოველსა თესლებსა შორის მაცხოვარებაი შენი. 3აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. 4მხიარულ იყვნედ და იხარებდინ თესლნი, რამეთუ შენ განსაჯნე ერნი სიწრფოებით და თესლებსა ქუეყანასა ზედა უძღოდი. 5აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი. 6ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თვისი; მაკურთხენ ჩუენ, ღმერთო, ღმერთმან ჩუენმან. 7მაკურთხენინ ჩუენ, ღმერთმან, და ეშინოდენ მისგან ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა. დიდებაი.

1აღსდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელ-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. 5შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელ-იგი მამა არს ობოლთაი და მსაჯული ქურივთაი; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. 6ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა. 7ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ. 8ქუეყანაი შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. 9წვიმაი ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მო-ღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. 10და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. 11უფალმან სცეს სიტყუაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. 12მეუფე ძალთაი საყუარელისაი, შუენიერებითა სახლისაითა განყოფად ნატყუენავისა. 13უკუეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვეცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისაითა. 14რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებასა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. 15მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი, მთაი შეყოფილი და მთაი პოხილი. 16რასა-მე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო? მთაი ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად. 17ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. 18აღჰხედ მაღალსა, წარმოსტყუენე ტყუე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რაითა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყუნენ. 19უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩუენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩუენისამან. 20ღმერთი ჩუენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკუდილისანი. 21ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთაი თხემით თმითურთ, რომელნი ვლენან უშჯულოებითა მათითა. 22თქუა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა. 23რაითა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი - მტერთაგან მის მიერ. 24გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. 25იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. 26ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. 27მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდაისნი წინამძღუარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. 28ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩუენ შორის. 29ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შესწირონ მეფეთა ძღუენი. 30შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზუარაკთაი დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვეცხლითა; განაბნიენ წარმართნი, რომელთა ჰნებავს ბრძოლაი. 31მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა. 32მეფენი ქუეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. 33რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმაი თვისი, ხმაი ძლიერებისაი. 34მიეცით დიდებაი ღმერთსა, ისრაელსა ზედა დიდ შუენიერებაი მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. 35საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისაი, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა, კურთხეულ არს ღმერთი. დიდებაი.

1მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ შევიდეს წყალნი სულად ჩემდამდე. 2დავინთქ მე უყსა უფსკრულისასა, და არა არს დათმენაი, მოვედ მე სიღრმესა ზღვისასა და მოქცევამან დამნთქა მე. 3დავშუერი მე ღაღადებითა, და დამხდა ხმაი ჩემი, მოაკლდა თუალთა ჩემთა სასოებითა ღმრთისა მიმართ ჩემისა. 4განმრავლდეს უფროის თმათა თავისა ჩემისათა მოძულენი ჩემნი ცუდად; განძლიერდეს მდევარნი ჩემნი, მტერნი ჩემნი სიცრუვით; და რაი-იგი არა მეტაცა, მაშინ მიუზღევდ. 5ღმერთო, შენ უწყი უგუნურებაი ჩემი, და შეცოდებანი ჩემნი შენგან არა დაეფარნეს. 6ნუ ჰრცხუენებინ ჩემდამო, რომელთა დაგითმონ შენ, უფალო, უფალო ძალთაო, ნუცა ჰკდემებინ ჩემ ძლით, რომელნი გეძიებენ შენ, ღმერთო ისრაელისაო. 7რამეთუ შენთვის დავითმინე ყუედრებაი და დაფარა სირცხვილმან პირი ჩემი. 8უცხო ვექმენ მე ძმათა ჩემთა და სტუმარ-ძეთა დედისა ჩემისათა. 9რამეთუ შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე, და ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. 10და დავიფარე მარხვითა სული ჩემი, და იქმნა იგი ჩემდა საყუედრელ. 11ვყავ სამოსლად ჩემდა ძაძაი და ვექმენი მათ იგავ. 12ჩემთვის ზრახვიდეს, რომელნი სხდეს ბჭეთა და ჩემდამო გალობდეს, რომელნი სუმიდეს ღვინოსა. 13ხოლო მე ვილოცევდ შენდამი, უფალო; ჟამსა შეწყნარებისასა, ღმერთო, სიმრავლითა მოწყალებისა შენისაითა შეისმინე ჩემი ჭეშმარიტებითა მაცხოვარებისა შენისაითა. 14მიხსენ მე თიხისაგან, რაითა არა დავინთქა; განვერი მე მოძულეთა ჩემთაგან და სიღრმეთაგან წყალთაისა. 15ნუ დამნთქამნ მე მორევი წყალთაი, ნუცა შთამნთქამნ მე უფსკრული, ნუცა შეიყოფინ ჩემ ზედა ჯურღმული პირისა მისისა. 16ისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ ტკბილ არს წყალობაი შენი; მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემ ზედა. 17ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა მონისა შენისაგან, რამეთუ მჭირს მე, მსთუად შეგესემინ ჩემი. 18მოხედენ სულსა ჩემსა და განარინე იგი და მტერთა ჩემთაგან მიხსენ მე. 19რამეთუ შენ უწყი ყუედრებაი ჩემი და სირცხვილი ჩემი და კდემაი ჩემი; შენ წინაშე არიან ყოველნი მაჭირვებელნი ჩემნი. 20ყუედრებაი დაითმინა სულმან ჩემმან და გლახაკობაი და ველოდე მე თანა-მჭუვარსა, და არა იყო; და ნუგეშინის-მცემელსა, და არა ვპოვე. 21და მცეს მე საჭმელად ჩემდა ნავღელი და წყურილსა ჩემსა მასუეს მე ძმარი. 22იქმენინ ტაბლაი მათი მათ წინაშე საფრხე და მისაგებელ და საცთურ. 23დაუბნელდენ თუალნი მათნი, რაითა არა ხედვიდენ და ზურგი მათი მარადის შედრიკე. 24მიჰფინე მათ ზედა რისხვაი შენი, და გულის წყრომაი რისხვისა შენისაი ეწიენ მათ. 25იყავნ სამკვიდრებელი მათი ოხერ, და საყოფელთა მათთა ნუ იყოფინ მკვიდრი; 26რამეთუ რომელი შენ დაეც, მათ დევნეს იგი და სალმობასა წყლულთა ჩემთასა შესძინეს. 27შესძინე უშჯულოებაი უშჯულოებასა მათსა ზედა, და ნუ შევლენედ იგინი სიმართლესა შენსა; 28აიხოცნედ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაისა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ. 29გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, მაცხოვარებაი შენი შემეწიენ მე. 30ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა; 31და სათნო-ეყოს ღმერთსა უფროის ხბოისა მის ჩჩვილისა, რომელსა გამოჰქონედ რქანი და ჭლიკნი. 32იხილონ გლახაკთა და იხარებდენ; გამოიძიეთ ღმერთი და ცხონდეს სული თქუენი. 33რამეთუ ესმა დავრდომილთაი უფალსა და პყრობილნი მისნი არ შეურაცხ-ჰყუნა. 34აქებდით მას ცანი და ქუეყანაი, ზღუაი და ყოველი, რაი ვალს მას შინა. 35რამეთუ ღმერთმან იხსნეს სიონი, და აღაშენნენ ქალაქნი ჰურიასტანისანი, და დაეშენნენ მუნ და დაიმკვიდრონ იგი; 36და ნათესავმან მონათა შენთამან დაიპყრას იგი; და რომელთა უყუარს სახელი შენი, დაიმკვიდრონ მას შინა.

1ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. 2ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. 3მიიქცენ მუნთქუესვე სირცხვილეულნი, რომელნი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა! 4გალობდენ და იხარებდენ შენდამი ყოველნი, რომელნი გეძიებენ შენ, უფალო; და თქუედ მარადის: დიდ არს ღმერთი! რომელთა უყუარს მაცხოვარებაი შენი. 5ხოლო მე გლახაკ და დავრდომილ ვარი მე; ღმერთო, შემეწიე მე; შემწე და მხსნელი ჩემი ხარი შენ; უფალო, ნუ ჰყოვნი. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →