გადასვლა შინაარსზე
უფასო მიწოდება მთელ საქართველოში — შეკვეთებზე 300 ₾-ს ზემოთ
ფსალმუნები

კანონი მეორე

1აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი. 2ვიხარებდე და ვიშუებდე შენდამი და უგალობდე სახელსა შენსა მაღალო. 3რაჟამს უკუნიქცეს მტერი ჩემი მართლუკუნ, მოუძლურდენ და წარწყმდენ პირისაგან შენისა. 4რამეთუ ჰყავ სამართალი ჩემი და მშჯავრი ჩემი, დასჯედ საყდართა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო. 5შეჰრისხენ შენ წარმართთა, და წარწყმდა უღმრთოი; სახელები მათი აღხოცე უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. 6მტერისა მახვილნი მოაკლდეს სრულიად, და ქალაქნი აღაოხრენ; წარწყმდა სახსენებელი მათი ღაღადებით; 7და უფალი ჰგიეს უკუნისამდე; განჰმზადა სამართალსა ზედა საყდარი თვისი. 8და თავადმან განსაჯოს სოფელი სიმართლით, და განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 9ეყო უფალი შესავედრებელ დავრდომილსა, მწე კეთილ ჟამსა ჭირისასა. 10და გესვიდენ შენ ყოველნი, რომელთა იციან სახელი შენი, რამეთუ არა დასთხიენ მეძიებელნი შენნი, უფალო. 11უგალობდით უფალსა, რომელი დამკვიდრებულ არს სიონს, მიუთხრენით წარმართთა შორის საქმენი მისნი. 12რამეთუ რომელი გამოეძიებს სისხლთა მათთა, მოიხსენა, და არა დაივიწყა ღაღადებაი დავრდომილთაი. 13მიწყალე მე, უფალო, და იხილე სიმდაბლე ჩემი მტერთა ჩემთაგან, რომელმან აღმამაღლე მე ბჭეთაგან სიკუდილისათა. 14რაითა მიუთხრა მე ყოველი ქებულებაი შენი ბჭეთა ასულისა სიონისათა; ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა. 15დაინთქნეს წარმართნი განსახრწნელსა მას, რომელ ჰქმნეს მახითა ამით, რომელ დაარწყუეს, შეიპყრა ფერხი მათი. 16განცხადებულ არს უფალი ყოფად საშჯელისა, საქმითა ხელთა თვისთაითა შეიპყრა ცოდვილი. 17მიიქცენ ცოდვილნი ჯოჯოხეთს და ყოველნი წარმართნი, რომელთა დაჰვიწყებიეს ღმრთისაი. 18რამეთუ არა სრულიად დაივიწყოს გლახაკი და თმენაი დავრდომილთაი არა წარწყმდეს სრულიად. 19აღსდეგ, უფალო, ნუ ძლიერობნ კაცი, ისაჯნედ წარმართნი შენ წინაშე. 20დაადგინე, უფალო, შჯულის-მდებელ მათ ზედა; გულისხმა-ჰყვენ წარმართთა, რამეთუ კაცნი არიან. 21რად-მე, უფალო, დასდეგ შორის და უგულებელს-მყოფ ჩუენ ჟამსა ოდენ ჭირისასა? 22ამპარტავანებასა უღმრთოისასა შეიწუვინ გლახაკნი; შეპყრობილ იქმნენ იგინი ზრახვათა მათთაგან რომელთაცა ზრახავენ. 23რამეთუ იქებინ თავით თვისით ცოდვილი გულის-თქუმათა შინა სულისა თვისისათა, და უღმრთოი იკურთხევინ. 24განარისხა ცოდვილმან უფალი, მრავლითა გულის წყრომითა მისითა არა გამოიძიოს; არა არს ღმერთი წინაშე მისსა. 25ბილწ არიან გზანი მისნი ყოველსავე ჟამსა, მიღებულ არიან სამართალნი შენნი პირისაგან მისისა და ყოველთა მტერთა მისთა ზედა იგი ეუფლებინ. 26რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა, არა შევიძრა მე თესლითი თესლამდე თვინიერ ძვირისა. 27წყევითა და სიმწარითა და ზაკუვითა სავსე არს პირი მისი, ენასა მისსა ქუეშე არს შრომაი და სალმობაი. 28დაჯდეს იგი მზირად მდიდართა თანა ფარულად მოკლვად უბრალოისა; თუალნი მისნი გლახაკსა ჰხედვენ; 29მზირინ ფარულად, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა; მზირინ იგი მიტაცებად გლახაკისა, მიტაცებად გლახაკისა და მიზიდვად მისა; 30მახითა თვისითა დაამდაბლოს იგი, დამდაბლდეს და დაეცეს, რაჟამს ეუფლებოდის იგი გლახაკსა. 31რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: დაუვიწყებიეს იგი ღმერთსა, გარემიიქცია პირი მისი არა-ხილვად სრულიად. 32აღსდეგ, უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად. 33რად-მე განარისხა უღმრთომან ღმერთი? რამეთუ თქუა გულსა შინა თვისსა: არა გამოიძიოს. 34ჰხედავ შენ, რამეთუ სალმობასა და რისხვასა განიცდი, რაითამცა მოგეცა შენ იგი ხელთა შენთა. შენდა დაშთომილ არს გლახაკი; ობოლსა შენ ეყავ მწე. 35შეჰმუსრე მკლავი ცოდვილისაი და უკეთურისაი. იძიოს ცოდვაი მისი და არა იპოოს. 36უფალი მეუფე არს უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; წარწყმდენ წარმართნი ქუეყანით მისით. 37ნებაი გლახაკთაი ისმინე, უფალო; განმზადებასა გულისა მათისასა ერჩდა ყური შენი. 38განკითხვად ობლისა და გლახაკისა, რაითა არა დაჰრთოს კაცმან კუალადცა მდიდრად სიტყუაი ქუეყანასა ზედა.

1უფალსა ვესავ, ვითარ ეტყვით სულსა ჩემსა: იცვალებოდე მთათა ზედა ვითარცა სირი? 2რამეთუ აჰა ესერა ცოდვილთა გარდააცუეს მშვილდსა მათსა და განმზადნეს ისარნი კაპარჭთა მათთა, რაითამცა ესროდეს ბნელსა შინა გულითა წრფელთა. 3რამეთუ რაი-იგი შენ აღაშენე, მათ დაარღვიეს; ხოლო მართალმან რაი ჰყო? 4უფალი ტაძარსა წმიდასა მისსა, უფალი, ზეცას არს საყდარი მისი; თუალნი მისნი დავრდომილსა ხედვენ და წამნი მისნი განიკითხვენ ძეთა კაცთასა. 5უფალმან განიკითხოს მართალი და უღმრთოი, ხოლო ვის უყუარს სიცრუვე, მას სძულს სული თვისი. 6წვიმოს ცოდვილთა ზედა მახე, ცეცხლი და წუნწუბაი და სული ნიავქარისაი, ნაწილი სასუმელისა მათისაი. 7რამეთუ მართალ არს უფალი და სიმართლენი შეიყუარნა და სიწრფოებანი იხილნა პირმან მისმან. დიდებაი.

1მაცხოვნე მე, ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდაი, რამეთუ შემცირდეს ჭეშმარიტებანი ძეთა კაცთაგან. 2ამაოსა იტყოდა კაცად-კაცადი მოყუსისა მიმართ თვისისა, ბაგითა ზაკულითა გულსა შინა და გულსა შინა იტყოდა ბოროტსა. 3ახოცენინ უფალმან ყოველნი ბაგენი მზაკუვარნი და ენაი დიდად მეტყუელი; 4რომელთა თქუეს: ენაი ჩუენი განვიდიდოთ, ბაგენი ჩუენნი ჩუენ თანა არიან; და ვინ ჩუენდა უფალ არს? 5ჭირისათვის გლახაკთაისა და სულ-თქუმისათვის დავრდომილთაისა აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავდვა ცხორებაი და განვცხადნე მას ზედა. 6სიტყუანი უფლისანი არიან სიტყუა წმიდა, ვეცხლ გამოხურვებულ და გამოცდილ მიწით და განწმედილ შვიდ წილად. 7შენ, უფალო, მიცვენ ჩუენ და დამიმარხნე ჩუენ ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე. 8გარემოის უღმრთონი ვლენან; სიმაღლითა შენითა დაიცვენ ძენი კაცთანი.

1ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად? ვიდრემდის გარე მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან? 2ვიდრე ვისთვის დავისხნე ზრახვანი სულსა ჩემსა და სალმობანი გულსა ჩემსა დღე და ღამე? ვიდრემდის ამაღლდებოდის მტერი ჩემი ჩემზედა? 3მოიხილე, შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო, განანათლენ თუალნი ჩემნი, ნუუკუე დავიძინო მე სიკუდიდ. 4ნუსადა სთქუას მტერმან ჩემმან: მრე ვეყავ მას; 5მაჭირვებელნი ჩემნი იხარებდენ, შე-თუ-ვიძრა. 6ხოლო მე წყალობასა შენსა ვესავ; იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა, უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.

1თქუა უგუნურმან გულსა შინა თვისსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნნეს იგინი უშჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ჰქმნა სიტკბოებაი. 2უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისა. 3ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უხმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაი, არავინ არს მიერთადმდე. 4არა გულისხმა-ჰყონ ყოველთა, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმლებრ პურებრ, უფალსა არა ხადეს. 5მუნ შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში, რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. 6ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს. 7ვინ მოსცეს სიონით ცხორებაი ისრაელსა? 8რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუე ერისა თვისისაი, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაელი. დიდებაი.

1უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკვიდროს მთასა წმიდასა შენსა. 2რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა გულსა შინა თვისსა, 3რომელმან არა ზაკუა ენითა თვისითა და არცა უყო მოყუასსა თვისსა ბოროტი და ყუედრებაი მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. 4შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს. რომელი ეფუცოს მოყუასსა თვისსა და არა ეცრუოს. 5ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო, რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.

1მიცევ მე, უფალო, რამეთუ შენ გესავ. 2ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არაი გიხმს. 3წმიდათაი რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ ჰყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის. 4განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიხსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა. 5უფალი ნაწილ არს მკვიდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკვიდრობაი ჩემი ჩემდა. 6საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკვიდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა. 7ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკუმელთა ჩემთა. 8წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა. 9ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაი ჩემი, უფროისღა და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. 10რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა. 11მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.

1ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისაო, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისაი არა ბაგეთაგან ზაკულთა. 2პირით შენით განმართლებაი ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაი; 3გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომახურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუვე. 4რაითა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათვის ბაგეთა შენთაისა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი. 5დაამტკიცენ ფერხნი ჩემნი ალაგთა შენთა, რაითა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი. 6მე ღაღად-ვჰყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემდა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთაი. 7საკვირველ ჰყავ წყალობაი შენი, რომელი იხსნი მოსავთა შენთა მხდომთაგან მარჯუენისა შენისათა. 8დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგაი თუალისაი და საფარველსა ფრთეთა შენთასა დამიფარო მე 9პირისაგან უღმრთოთაისა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს, 10და ცმელი თვისი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა. 11განმაგდეს მე და აწ ესერა მომიცვეს მე, თუალნი მათნი ჰყვნეს დადრეკილ ქუეყანად. 12შემრაცხეს მე ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკვი ლომისაი იყოფებინ რაი ფარულთა. 13აღსდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იხსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახვილი შენი მტერთაგან ხელისა შენისათა. 14უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაჰყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა. 15ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაი.

ლოცვისთვის — ჩვენი მაღაზიიდან

ყველა საეკლესიო წიგნი →