კანონი მეცამეტე
Эта молитва есть на русском языке →This prayer is also in English →1კეთილ არს აღსარებაი უფლისაი და გალობად სახელსა შენსა, მაღალო, 2მითხრობად ცისკარს წყალობაი შენი და ჭეშმარიტებაი შენი ღამედ-ღამედ. 3ათძალითა საფსალმუნისაითა და ხმითა ებნისაითა. 4რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ხელთა შენთაითა ვიხარებდე. 5ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი. 6კაცმან სულელმან არა ჰსცნას, და უგუნურმან არა გულისხმა-ჰყოს ესე. 7აღმოცენებასა ცოდვილთასა ვითარცა თივაი და გამოჩნდეს ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რაითა მოისრნენ უკუნითი უკუნისამდე. 8ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო. 9რამეთუ ესერა მტერნი შენნი, უფალო, რამეთუ ესერა მტერნი შენი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უშჯულოებასა. 10და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაი ჩემი და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა. 11და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთაი და მათთვის, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა. 12მართალი ვითარცა ფინიკი აღყუავნეს და ვითარცა ნაძვი ლიბანისაი განმრავლდეს. 13დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა შინა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან. 14უფროისად განმრავლდეს სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა, 15რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუვე მის თანა.
1უფალი სუფევს, შუენიერებაი შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას. 2განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ. 3აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ხმანი მათნი. 4აღსდგენ მდინარენი სლვასა თვისსა, ხმითა წყალთა მრავალთაითა. 5საკვირველ არიან განცხრომანი ზღვისანი, საკვირველ არს მაღალთა შინა უფალი. 6წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნეს ფრიად, სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.
1ღმერთი შურის ძიებათაი, უფალი ღმერთი შურის ძიებათაი განცხადნა. 2ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა. 3ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან. 4აღმოსთქუან და იტყოდიან სიცრუვესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 5ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკვიდრებელი შენი განაბოროტეს. 6ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყვიდეს. 7და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისხმა-ჰყოს ღმერთმან იაკობისმან. 8გულისხმა-ჰყავთ აწ, უგუნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისხმა-ჰყოთ. 9რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა. ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა. 10რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაი? 11უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამაო. 12ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და შჯულისა შენისაგან ასწაო მას. 13დამშვიდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ხნარცვი ცოდვილსა. 14რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თვისი და სამკვიდრებელი თვისი არა უგულებელს-ჰყოს. 15ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა. 16ვინ წინა-აღმიდგეს მე უკეთურთაგანი. ანუ ვინ თანა-წარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა. 17არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და და-მცა-ემკვიდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი. 18უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერხი ჩემი, წყალობაი შენი, უფალო, შემწევდა მე. 19მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინისცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა. 20ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უშჯულოებისაი, რომელი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა. 21მოინადირონ სული მართლისაი და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ. 22და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი შემწე სასოებისა ჩემისა. 23და მიაგოს მათ უფალმან უშჯულოებაი მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ჰყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდებაი.
1მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩუენისა. 2აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას. 3რამეთუ ღმერთი დიდ არს უფალი და მეუფე დიდ არს ყოველსა ქუეყანასა ზედა. 4რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქუეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან. 5რამეთუ მისი არს ზღუაი და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაჰბადეს. 6მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩუენისა. 7რამეთუ იგი არს ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა მისისანი. 8დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა იგი განმწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა. 9სადა იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი. 10ორმეოც წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი. 11ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკუეთუ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა.
1უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაი; 2უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა. 3მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაი მისი და ყოველსა ერსა შორის საკვირველებაი მისი. 4რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროის ყოველთა ღმერთთა. 5რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნა. 6აღსაარებაი და ჰაეროვნებაი არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შეუნიერებაი არს სიწმიდესა მისსა. 7შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისაი, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. 8შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები და შევიდოდეთ ეზოთა მისთა. 9თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა, შეძრწუნდინ პირისა მისისაგან ყოველი ქუეყანაი! 10თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით. 11იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაი, აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი. 12იხარებდენ ველნი და ყოველი, რაი არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი. 13პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თვისითა.
1უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაი, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი. 2ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვაი წარმართებაი საყდრისა მისისაი. 3ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი. 4გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაი. 5მთანი ვითარცა ცვილი დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა. 6უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაი მისი. 7ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ხელით-ქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა, თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა. 8ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათვის, უფალო. 9რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად აჰმაღლდი შენ უფროის ყოველთა ღმერთთა. 10რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი და ხელთაგან ცოდვილისათა იხსნეს იგინი. 11ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა სიხარული. 12იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით სახსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდებაი.
1უგალობდეთ უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან. 2აჩუენა უფალმან მაცხოვარებაი თვისი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი. 3მოიხსენა მოწყალებაი მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაი მისი - სახლსა ზედა ისრაელისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაი ღმრთისა ჩუენისაი. 4ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი, უგალობდით და იხარებდით და აქებდით. 5უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ხმითა ფსალმუნისაითა; 6ნესტვითა ჭედილითა და ხმითა ნესტვისა რქისაითა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა. 7აღიძარნ ზღუაი და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა. 8მდინარეთა აღიტყუელონ ხელითა თანად, მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. 9რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი - სიწრფოებით.
1უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერაბინთა, შეიძარნ ქუეყანაი. 2უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა. 3აუარებდენ სახელსა შენსა დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს. 4და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განმზადე სიწრფოებაი, განკითხვაი და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ. 5აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს. 6მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი. 7და სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ. 8უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ მათ და შურის მეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა. 9აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა; რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.
1ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანაი. 2ჰმონებდით უფალსა სიხარულით, შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით. 3და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ, ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი. 4შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა. 5რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაი მისი, და თესლითი თესლადმდე არს ჭეშმარიტებაი მისი.
1წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო. 2გიგალობდე და გულისხმა-ვჰყო გზასა უბიწოსა, ოდეს მოხვიდე ჩემდა, ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისაითა შორის სახლისა ჩემისა. 3არა დავიდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უშჯულოი და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ. 4არა შემომეყო მე დრკუი გული; გარე-მიქცევაი ბოროტისაი ჩემგან მე არა უწყოდე. 5რომელი იტყვინ იდუმალ მოყუსისა თვისისა ძვირსა, ესე წარვსდევნი; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი. 6თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რაითა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მსახურებდა მე. 7არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავანებაი, რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა. 8ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უშჯულოებისათა. დიდებაი.



